saqarTvelos mwvervalebi - erwaxvi

 

ერწახვი, ერცოგი - მწვერვალი აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარე აქსაუთის (ყუბანის სისტემა) სათავეებში, სიმაღლე ზღვის დონიდან 3910 მ. აგებულია კამბრიულისწინა და ქვედაპალეოზოური კრისტალური ფიქლებით. ჩრდილოეთი კალთა დამრეცია, სამხრეთი ციცაბო. ერწახვის სამხრეთი კალთის 2 მყინვარი ასაზრდოებს მდინარე ჩხალთის მარცხენა შენაკადებს. დამახასიათებელია სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტი.